კომაროვის მოსწავლეები კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ!

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, 27 სექტემბერს, კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს კომაროვის სკოლის მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. (მასწავლებლები: თინათინ თვალჭრელიძე, დიანა არჯევანიძე).  


საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები დაესწრნენ ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ავტოგრაფიული ნუსხების გამოფენას. 


ასევე, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს დიდაქტიკურ სიმულაციურ თამაშში „არქივისტი“. სიმულაციის მიზანი კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებაა. მოსწავლეები თავად იქცნენ არქივარიუსებად; შეისწავლეს ილია ჭავჭავაძის პირად არქივში დაცული მასალები: პირადი წერილები, პოეზია, პროზა, პუბლიცისტიკა, დაახარისხეს შესაბამისი კატეგორიების მიხედვით და წარადგინეს პრეზენტაციის სახით. თამაშის მეშვეობით, მოსწავლეები გაეცნენ ტექსტოლოგიური კვლევის ძირითად პრინციპებს და მიიღეს მეცნიერული მუშაობის ერთგვარი გამოცდილება.  


კომაროვის სკოლა მადლობას უხდის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს და კომაროვის მასწავლებლებს ვიზიტის ორგანიზებისათვის. 


ზემოთ